საზოგადოება
ჯავახკის დიასპორა ჯანსუღ ჩარკვიანის გამონათქვამზე ობიექტურ რეაქციას მოითხოვს

1-obS-1-a3-glსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება:

“2013 წლის 19 აპრილს ცხადი გახდა, რომ საქართველოს სომეხი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა “ნაცმოძრაობის“ მიტინგს სრულიად გულგრილად მოეკიდა.

რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ჩვენ 10 დღეზე მეტით ადრე საჯაროდ მივმართეთ თხოვნით, ამ ანტისახელმწიფოებრივი აქციისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მწვავე აღშფოთებას იწვევს ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი-მოწოდება, რომელიც მან თავის გაზეთ “ქართულ სიტყვაში“ გამოაქვეყნა და რომელსაც შეიძლება არა მარტო ქსენოფობიური, არამედ პროვოკაციული და დესტრუქციულიც ვუწოდოთ!

“სამწუხაროდ,

ვზივარ სიმწუხარეში,

ადრე მუდამ,

საქართველოს ვლოცავდი.

ქართველი ხარ? -

არ მოხვიდე ცხრამეტში!

სომეხი ხარ? –

კი ბატონო, მობრძანდი!“

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში სომხეთის საელჩოს მხრიდან, ქართული და სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ინტელიგენციის და საერთოდ - მთელი ცივილიზებული ქართველი საზოგადოების მხრიდან ობიექტურ რეაქციას ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გამონათქვამზე.

პატივისცემით,

საზოგადოებრივი ორგანიზაცია

“რუსეთის ჯავახკის დიასპორა“

1-obS-1-a3-qvem