სამართალი
„დედ ჰასანის“ ერთ-ერთი მემკვიდრე ქართველია

lasha-shushanashviliკრიმინალურმა ავტორიტეტმა ასლან უსოიანმა,იგივე „დედ ჰასანმა“, თავისი საქმეები დიმიტრი ჭანტურიასა და კრიმინალურ წრეებში იური ლაზაროვსკის სახელით ცნობილ იური უსოიანს გადააბარა. ინფორმაციას სააგენტო „როსბალტი“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, „დედ ჰასანმა“ იური ლაზაროვსკის კრასნოდარის მხარის „კურატორობა“ ჩააბარა. ქართველი კრიმინალი კი ასლან უსოიანმა იაროსლავის ოლქიდან მოსკოვში ჩაიყვანა და მოლაპარაკებათა წარმოება ჩააბარა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „დედ ჰასანმა“ კლანის მმართველად ლაშა შუშანაშვილი, იგივე „ლაშა რუსტავსკი“ დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ასლან უსოიანი 16 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტარიელ ონიანმა, შეუკვეთა.