საზოგადოება
“ისინი კორუფციას კი არ ებრძოდნენ, საკუთარი ჯიბეებისთვის იბრძოდნენ! გამოძიება დასრულდება და ნახავთ, როგორ ანაწილებდა ბოკერია მილიონებს“ - რის შესახებ აფრთხილებდა საქინფორმი პრემიერ-მინისტრს 2012 წლის 12 დეკემბერს

obshestvo-3საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვებზე - სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ, რადგან მთავრობის საქმიანობა ამ მიმართულებით NDI-მ უარყოფითად შეაფასა; ბიზნესზე ზეწოლის შესახებ - საუბრებზე ხუხაშვილის მიერ ბიზნესმენთა გამოძახების თაობაზე - ივანიშვილმა, კერძოდ, აღნიშნა:

“6 თვეში თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო ახალი სამუშაო ადგილების პრობლემის მოგვარება - ამის შესახებ 10 წუთი ველაპარაკე ბაქრაძეს (საქართველოს პარალმენტის ექსსპიკერი, ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი - საქინფორმი) სტრასბურგში და ვაიძულე ეს ეღიარებინა! ეს ტყუილია! მაგრამ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ტყუილი პოლიტიკის ნაწილია და ისინი, როგორც ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ამ მეთოდებს იყენებენ. მე - არა, ისევე, როგორც ბევრი პოლიტიკოსი, ხოლო თუ ბაქრაძის დონის პოლიტიკოსი ამას მიმართავს, ამაში დიდ უბედურებას ვერ ვხედავ...

რაც შეეხება ხუხაშვილს - დიახ, მე მადლობელი ვარ მისი იმისთვის, რომ ტრანზიტზე მომუშავე ზოგიერთ ბიზნესმენს შეხვდა და ეს პრობლემა მოაგვარა. საქართველო სატრანზიტო სახელმწიფოა და ტრანზიტი აქ - ბიზნესი არ არის! ეს სახელმწიფო მუხლია და ჩვენ ეს მიმართულება რკინიგზას გადავეცით. ტრანზიტიდან შემოსული ფული სახელმწიფოსთან უნდა მივიდეს და არა - გაურკვეველი მიმართულებით, როგორც ადრე.

... როგორ შეიძლება კორუფციონერი კორუფციას ებრძოდეს?! ასეთ შემთხვევაში საკუთარი თავიდან უნდა დაეწყოთ, ამიტომ მე მათ არ ვუთვლი იმას, რომ საშუალო და დაბალ ფენებში კორუფცია არ არის, არ ვუფასებ მათ ამას! მათ უნდოდათ, მთელი ფული თვითონ დაეთვალათ, რათა ეს ფული მათთან მისულიყო, პირამიდის წვერში. დაბალ და საშუალო ფენებს ასეთი უფლებები არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ იყო ელიტური კორუფცია.

მათ ფულის მოგროვება ისწავლეს. თუ როგორ ანაწილებდა მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს, საზოგადოებამ ტელევიზიით უკვე ნახა (გულისხმობს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას პრეზიდენტი სააკაშვილის გართობაზე და საჩუქრებზე - საქინფორმი), უფრო დიდი ნაწილი წინ გელით! და თუ აქ ათასები იყო, ნახავთ, როგორ ანაწილებდა ბოკერია მილიონებს, თუმცა მოვლენებს არ დავასწრებ - მიმდინარეობს გამოძიება. მერე კი მესამე სერიაც იქნება - ბიზნესისგან მოკრებილ მილიონებს როგორ ინაწილებდნენ... ამიტომ ეს ხალხი კორუფციას არ ებრძოდა, ისინი საკუთარი ჯიბეებისთვის იბრძოდნენ, რათა საქართველოში არავის ჰქონოდა ფული, გარდა რამდენიმე ადამიანისა ზემოთ!“.

მკითხველს შევახსენებთ 2012 წლის 12 დეკემბერს საქინფორმის საგანგებო მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა გამოამჟღავნა რამდენიმე ათეული ბოროტმოქმედისა და სამი ორგანიზაციისაგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებითა და მის ინტერესებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მფარველობით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით და ფინანსდება საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის – „დახურული“ მუხლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს ხაზით, რომლის დაფინანსებას საიდუმლო ოპერაციებზე მიმართული 16 მილიონი შეადგენს“.