აქტუალური
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა ღვაწლზეც ისაუბრა. "ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგია არის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა და ვინც ავღანეთში მსახურობს, მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მისaლოცი გამოსვლა საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნახეთ ვიდეოჩანაწერში საქინფორმის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge)
![]() |
![]() |