აქტუალური
"ჩვენ საკმაოდ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ამ მოკლე ვადაშიც კი ზოგადად თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა ჩვენს ქვეყანაში ტრანსპარენტული გახდა. მიმდინარეობს სასამართლოების პოლიტიკური ზედამხედველობისგან გათავისუფლების პროცესი. მიმდინარეობს სისტემური ცვლილებები.
ამის ბოლომდე მიყვანა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საფუძველი იქნება იმისა, რომ ჩვენ მომავალ სამიტზე კონკრეტული გარღვევა გვქონდეს. მე, რა თქმა უნდა, პრემიერის ოპტიმიზმს ვიზიარებ. ამის საფუძველი გვაქვს. აღარ დავაკონკრეტებ, რა შეიძლება ამ ნაბიჯს, ამ გარღვევას დაერქვას. ეს არის ნატოელების, ჩვენი მეგობრების, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგი, თუმცა გადაწყვეტილებას ჩრდილოატლანტიკური ქვეყნები მიიღებენ.
მეც ვთვლი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საკმაოდ დიდი საფუძველი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.