საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 მილიარდ 608 მილიონ 81 ათას 151 ლარი დახარჯა

sazogad1-qvelსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ფონდ ქართუს 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია ატუს133 329 883 ლარი.

ეს ინფორმაციაქართუჯგუფის პრესსამსახურმაექსპრესნიუსსმოთხოვნის შემდეგ მიაწოდა.

ქველმოქმედება ბიძინა ივანიშვილის ფონდების – “ქართუს”, “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” და ასოციაცია “ატუს” მეშვეობით ხორციელდებოდა და ჯამში, საქინფორმის გამოთვლით, 1 მილიარდ 608 მილიონ 81 ათას 151 ლარს შეადგენს.

თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სოციალურად დაუცველ პირთა დასახმარებლად გადანაწილდა.