საზოგადოება
ბათუმის მოსახლეობის 94% ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია

sazogad-2-mtavarსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 25 მარტიდან 25 აპრილამდე ქ. ბათუმში ჩატარდა მოსახლეობის ანკეტური გამოკითხვა, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. გამოიკითხა ბათუმის 59 ათას 128 მოქალაქე. ბათუმის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დასმული შეკითხვის ოთხი ვარიანტიდან მისთვის მისაღებ ერთ კითხვაზე ეპასუხა. შეკითხვები შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული:

1. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, წინააღმდეგი ვართ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისა;

2.ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მხარს ვუჭერთ ბათუმში ახალი მეჩეთის მსენებლობას;

3. ჩვენ , ქვემორე ხელისმომწერნი, წინააღმდენი ვართ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისა, მაგრამ წინააღმდეი არ ვართ ბათუმის მოქმედი მეჩეთის გაფართოებისა;

4. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მხარს არ ვუჭერთ ახალი მეჩეთის მშენებლობას ბათუმის 2010 წლამდე დადგენილ საზღვრებში, მაგრამ წინააღმდენი არ ვართ ახალი მეჩეთის მშენებლობისა, ამ საზღვრებს გარეთ.

ანკეტირება ჩატარდა მშვიდ, საქმიან გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

გამოკითხვას აწარმოებდა ხუთასამდე მოხალისე. საბოლოოდ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოკითხული მოსახლეობის აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა:

55 737 ადამიანი წინააღმდეგია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისა- 94,26%;

1359 ადამიანი მხარს უჭერს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას- 2,30%

1503 ადამიანი თანახმაა, რომ გაფართოვდეს ბათუმში მოქმედი მეჩეთი-2,545

529 ადამიანი მხარს არ უჭერს ახალი მეჩეთის მშენებლობას ბათუმში, ბათუმის 2010 წლამდე დადგენილ საზღვრებში, მაგრამ წინააღმდეგი არ არის ახალი მეჩეთის მშენებლობისა, ამ საზღვრებს გარეთ- 0,90%;

გამოკითხვის ორგანიზატორები: პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, აჭარის მეწარმეთა კავშირი, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიური კოლეჯი, ელიტარული სკოლა, კოლეჯი „ეტალონი ბათუმი“, მოსახლეობის ინტერესთა დამცველი კავშირი „ბარხცხანელი“, ნავიგაციის ინსტიტუტი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოება „ძმობა“, ქართული ჭიდაობის ფედერაცია.

saz2-qvemot