საზოგადოება
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და ორი წევრი დააკავეს

gurjaaniსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: იორამ , ბესიკ . და გიორგი . სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის  თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის  ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი პირადი გამორჩენის მიზნით  გაურიგდნენ თავიანთ ახლობლებს, ასევე სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.