პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვეტერანებს და საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა

1-polit-2-a2-putinსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერ ძე პუტინმა ქართველ ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა:

"ძვირფასო ვეტერანებო! პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ უდიდეს დღესასწაულს - გამარჯვების დღეს! ჩვენი ერები მხარდამხარ იბრძოდნენ ნაციზმის წინააღდმეგ, იცავდნენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. ჩვენ მუდამ მივაგებთ პატივს ჩვენს გმირებს, დავიცავთ სიმართლეს ომის შესახებ და წინააღმდეგობას გავუწევთ ისტორიის გაყალბების ყოვლგვარ მცდელობას.

დარწმუნებული ვარ, რომ 1945 წლის გამარჯვების მაისის წმინდა მოგონება მომავალშიც გაგვაერთიანებს და რუსეთ-საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის.

მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი,  ვუსურვო მათ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, საქართველოს მთელ მოსახლეობას კი - მშვიდობა და აყვავება", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მილოცვაში.