პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „მე ჩემი სამშობლოს სამსახურში ვარ და დავრჩები მანამ, სანამ საჭირო ვიქნები“

1-BIDZ-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. დღეს, დილის 11 საათზე, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მანამდე დარჩება, სანამ საჭირო იქნება.

„პოლიტიკა ჩემს ხასიათთან მაინცდამაინც თანხვედრაში არ მოდის, რამეთუ პოლიტიკოსი ვალდებული ხარ, წინასწარ ძალიან ბევრი დაპირება გაავრცელო. აი, აქ მოვდივართ ჩვენ წინააღმდეგობაში. მაგრამ ეს სირთულე მე წარმატებულად დავძლიე და არ მემჩნევა, რომ რამეს წარმატებულად ვერ ვახორციელებ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ჩემი სამშობლოს სამსახურში ვარ და დავრჩები მანამ, სანამ საჭირო ვიქნები, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი უფრო მძიმე საქმეს შევეჭიდები და საჭირო ფუნქციებს ავიღებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.