პოლიტიკა
ფანჯიკიძე ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდა
maiaსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოში მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. 
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის, თუმცა რომც ყოფილიყო, იმის გამო, რომ კონსოლიდირებული ანგარიში ჯერჯერობით მზად არ არის, მისი განხილვა ვერ მოხდებოდა. ფანჯიკიძის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს კონფლიქტური ზონებიც. გამახვილდა ყურადღება ოკუპაციაზე და დევნილთა უფლებებზე. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მთავრობასა და ევროსაბჭოს შორის  კონსტრუქციული  თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც შეხვედრაზე თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა.
ვილაპარაკე იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპის საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით. ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ევროპის საბჭოს დღის წესრიგში უცვლელად რჩება საკითხი, რომელსაც ეწოდება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რაც ყოველკვირეული განხილვის საგანი და მინისტრის მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იქნება. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ გენერალური მდივანი კონსოლიდირებულ მოხსენებას გააკეთებს და შემდეგი ასეთ განხილვა დაგეგმილია 29 მაისს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.