სამართალი
გვიან ღამით თბილისში 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

danit-dawriliროგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე, 25 წლის სოსო ღარიბაშვილი მუცლისა და გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

დაჭრილს ფილტვი და ღვიძლი აქვს დაზიანებული. ღარიბაშვილი მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

სავარაუდოდ, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

სისხლის სამართლის საქმე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაშია აღძრული.