პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „თქვენ ხშირად ჩვენს უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად იცავთ, ამისი კარგი მაგალითია 17-ში თბილისში განვითარებული მოვლენები“

polit-2-Rariba-mtსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 19 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერს სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები გააცნო.

პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, პოლიციელს ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული მისია აკისრია. ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული და საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ ასრულებთ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. თქვენ ახერხებთ და იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. თქვენ ხართ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ხშირად ამას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად ახერხებთ. ამის კარგი მაგალითია გუშინწინ თბილისში, ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

polit-2-rariba-1
polit-2-rariba-2
polit-2-rariba-3
polit-2-rariba-4
polit-2-rariba-5
polit-2-rariba-6