საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. სანკტ-ბეტერბურგში ლგბტ-აქტივისტების მიერ ორგანიზებული მიტინგი მარსის მოედანზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში მიმდინარეობდა. პეტერბურგი ერთადერთი ქალაქია, სადაც აღნიშნული მიზეზით რაიმე ღონისძიების მოწყობის ნებართვა გაიცა.
მოედანზე გამოჩნდა დეპუტატი ვიტალი მილონოვიც, რომელიც „ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ სკანდალურად ცნობილი კანონის ავტორია. ღონისძიების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე იგი შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „ლგბტ-ს ყველა წევრი სოდომისტია. ყველა, ვინც მათ იცავს - სახელმწიფოსა და ხალხის მტერი!“
მოსკოვი გეებს საშიშროებად მიიჩნევს
![]() |
მოსკოვში, როგორც ცნობილია, გეი-აღლუმის ან მსვლელობის მოწყობის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ისინი მარცხით დასრულდა. მოსკოვის მერიამ ოფიციალური უარით უპასუხა ორი აქციის გამართვის თხოვნას, რომლითაც ქალაქის ხელისუფლებას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიმართეს. ლაპარაკია გეი-აღლუმის მოწყობაზე 25 მაისსა და პიკეტის მოწყობაზე - 26 მაისს.
„რუსეთის კანონმდებლობით, ჩვენ მკაფიოდ და თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ ზნეობრიობის დაცვაზე და ორიენტირებული ვიყოთ პატრიოტიზმის გაღვივებაზე ახალგაზრდა თაობაში, და არა რაღაც გაუგებარი მისწრაფებების წაქეზებაზე“, - განაცხადა მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი მაიოროვმა.
![]() |