საზოგადოება
აჭარასა და სამეგრელოს სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა

stiqiaძლიერი წვიმის შედეგად რთული ვითარებაა აჭარის რეგიონის რამდენიმე სოფელში. ბათუმი-ახალციხის გზის 36-ე, 41-ე და 48-ე მონაკვეთებზე კლდე ჩამოიშალა. სტიქიის შედეგებს უკვე ებრძვიან, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

სპეციალისტები სიტუაციას ადგილზე სწავლობენ. მცოცავი მიწის გამო, წვიმის დროს კლდე სისტემატურად იშლება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან სამეგრელოშიც. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონებში 10 სოფელი და 150-მდე ოჯახი დატბორა.