უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს

departmentსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ გულდასმით ადევნებს თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებსა და მათი საქმეების გამოძიებას. მისი სიტყვებით, აშშ-მ საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი გამოძიებებისა და სასამართლოს წესით დევნის განხორციელება პროცედურის სრული დაცვით და რომ დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორება.

"ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.