პოლიტიკა
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენი გვიან ღამით გახდება ცნობილი

usaxelo-4-mtსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საღამოს 17:00 საათიდან ამ დრომდე მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ჯერაც დარბაზში იმყოფება, ის არ გასულა სათათბირო ოთახში და სავარაუდოდ, განაჩენი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს ეჭვმიტანილების მიმალვისა და მათ მიერ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილს თავისუფლად შეუძლია მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს. ამასთან,  პროკურორებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ 21 მაისს ქვეყანა დატოვა, რაზეც მერაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი მეუღლე გზაშია და რამდენიმე საათში საქართველოში დაბრუნდება. ეს ინფორმაცია დაადასტურა თაკო სალაყაიამაც.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის დაკავებას საქართველოს უახლესი ისტორიის გასამართლებად მიიჩნევს. საგანგებო განცხადება ქვეყნის მეთაურმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, იგი ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში, რადგან კანონის უზენაესობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

"ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ, გავერთიანდეთ და მიუხედავად იმისა, რა მოსაზრებები გვაქვს, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ერთი მომავალი და ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ მომავლისთვის უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს პროგრესი, თავისუფლება, დემოკრატიული სისტემა და წესრიგი, იმიტომ რომ ხალხი უნდა იყოს დაცული. პროგრესი, თავისუფლება და წესრიგი... ჩვენი ერთობით ამას აუცილებლად მივაღწევთ!" - განაცხადა სააკაშვილმა.

tako-mt tako-2
tako-3 tako-4