პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ivaniSvili-samzimსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს ოკლაჰომაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.

მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თავს დაატყდა ამერიკელ ხალხს ოკლაჰომაში მომხდარი ტორნადოს გამო. სტიქიამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. თანავუგრძნობ და ვიზიარებ ამერიკელი ხალხის დიდ მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

20 მაისს ოკლაჰომაში მოვარდნილმა ტორნადომ, რომლის სიჩქარე საათში 340 კმ-ს შეადგენდა, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანის, მათ შორის 20 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 350 ადამიანმა. დაინგრა 13 ათასი სახლი და ამა თუ იმ სახით დაზარალდა 33 ათასი ადამიანი.

samZimari-oklah