აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ გალა-კონცერტს დაესწრო

1-gala-mtსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ გალა-კონცერტს დაესწრო. ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად არიან გადახვეწილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, სამშობლოში ეცხოვრებოდეთ.

"ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც შეუძლია თავისი ნიჭი მსოფლიოს აჩვენოს. ისინი ასეც უნდა მოიქცნენ, თუმცა, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეცხოვრებოდეთ სამშობლოში. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სამუშაო ადგილები რამდენიმე თვეში ვერ შეიქმნება, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ ფასადურობაზე და ვყრით მყარ საფუძველს საქართველოში ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. მეორე წელი იქნება კარგი, მესამე კიდევ უფრო კარგი და მეოთხე წელი ყველაზე უკეთესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ ღირსეული არჩევანი და ღირსეულად გეცხოვრებოდეთ საკუთარ სამშობლოში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მათ საუკეთესო მომავალი უსურვა.

"ისინი ახერხებენ უცხო კულტურის შეთვისებას და, ამავდროულად, სიძნელეების მიუხედავად - ჩვენი ქართული ტრადიციების დაცვასაც. მათი პოტენციალი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში უდიდესია. ახლა მიმდინარეობს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მამული გადმოეცეს საქართველოს, სადაც შემდგომში ქართული ცენტრი დაფუძნდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

1-gala-1
1-gala-2
1-gala-3
1-gala-4
1-gala-5
1-gala-6