პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: - „კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით იმას, რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება“

1-karasini-pollitika1საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენებს გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეები შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხებიან, თუმცა საგნობრივად ვერ განიხილავენ, რადგან ამგვარი თემები ჟენევის ფორმატს ეკუთვნის.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ საკითხს, რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, მაგრამ საგნობრივად მისი განხილვა ამ ფორმატში ვერ მოხდება, რადგან პრაღაში სხვა თემების განხილვაა დაგეგმილი... რუსეთისგან იქნება პასუხი, რომ ამისთვის არსებობს ჟენევა და ამაზე იქ ვისაუბროთ. ჩემი პოზიციაც ასეთია, რომ პრინციპულად არ უნდა დავუშვათ, ეს თემები ჟენევიდან ორმხრივ ფორმატში გადმოვიდეს, ამით ჩვენ დავზიანდებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.