უცხოეთი
ასადი 2014 წლამდე პრეზიდენტად დარჩება

1-asad-2საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პოსტზე სახელმწიფოს მეთაურის მორიგ, 2014 წლის არჩევნებამდე დარჩება და შესაძლოა, ახალი ვადითაც იყაროს კენჭი. ამის შესახებ გუშინ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა განაცხადა.

უწინ სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალურმა კოალიციამ სტამბულის შეხვედრაზე მიიღო რეზოლუცია, სადაც კიდევ ერთელ ნათქვამია, რომ სირიის კონფლიქტის გადაჭრის საფუძველი ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორებაა.