პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე სიტუაციის გამძაფრების მცდელობები, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაზეა მიმართული, მითუმეტეს, “ისრების რუსეთზე გადაყვანა“ არამართლზომიერია“

1-mid-rfსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე სიტუაციის გამძაფრების მცდელობები, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაზეა მიმართული, მითუმეტეს, “ისრების რუსეთზე გადაყვანა“ არამართლზომიერია, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში. ამის შესახებ РИА Новости იუწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის ტელეფონით საუბრისას რუსეთის წარმომადგენელმა ევროპელი კოლეგის ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ არაერთხელ დასვა საზღვრის დემარკაციის მნიშვნელოვნების საკითხი, თუმცა ქართული მხარე სხვადასხვა საბაბით მას თავს არიდებდა.

“რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ გრიგორი კარასინს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის არაფორმალურ კონტაქტების დღის წესრიგში ქართულ ოსური სასაზღვრო თემატიკის შეტანის მცდელობებს, ფილიპ ლეფორს განემარტა, რომ მოცემულ ფორმატში განხილულ თემებში მსგავსი საკითხები არ შედის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საზღვრის საკითხი ქართულმა მხარემ მარტში, ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე წამოსწია და სამხრეთ ოსეთის მხარემ მაშინ საგნობრივი განმარტებები გააკეთა ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ თავისი სახელმწიფო საზღვრის მოწყობისთვის გატარებული ზომების შესახებ.

ცნობისათვის: სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის სიგრძე დაახლოებით 350 კილომეტრს შეადგენს. 2009 წლის აპრილში ცხინვალმა სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფლებამოსილება რუსულ მხარეს გადასცა - სანამ სამხრეთ ოსეთში საკუთარი სასაზღვრო სამსახური არ შეიქმნება.