საზოგადოება
ალექსანდრე დუგინი: „თუ საქართველი ევრაზიულ კავშირში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრდება, საზღვრის დემარკაციის საკითხი მნიშვნელობას დაკარგავს“

aleksandr-duginსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ალექსანდრე დუგინის განცხადებით, რომელიც მან რადიო „გოლოს როსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, თუ საქართველოს მავთულხლართების პრობლემის მოგვარება სურს, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია და კიდეც უნდა მოახდინოს საკუთარი საზღვრების დემარკაცია“.

"როგორ შეიძლება პრობლემის მსუბუქად მოგვარება? თუ საქართველი გაერთიანდება ევრაზიულ კავშირში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, მაშინ ევრაზიული კავშირის ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხი ერთიანი პოლიტიკური სივრცის ტერიტორიაზე თავის მნიშვნელობას დაკარგავს ისევე, როგორც, მაგალითად, ევროპაში. ევროპაში საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვრების არსებობას საერთოდ არანაირი აზრი არა აქვს. ასევე საფრანგეთსა და იტალიას შორის. სინამდვილეში ეს პირობითობაა... ასევე არ იქნება შესამჩნევი საზღვრები აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრდება ევრაზიულ კავშირში", - განაცხადა ალექსანდრე დუგინმა.