საზოგადოება
გიგა ბოკერია: „ვანო მერაბიშვილსაც უთხრეს, რომ თუ გაჩერდებოდა, აღარ დაიჭერდნენ!“

bokeriaსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერია განცხადებით, რომელიც მან გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას გააკეთა, ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ზეწოლა ხორციელდება. ბოკერიას თქმით, მასაც და ვანო მერაბიშვილსაც დაკავებით არაერთხელ დაემუქრნენ.

„ვანო მერაბიშვილსაც უთხრეს, რომ თუ გაჩერდებოდა, აღარ დაიჭერდნენ. კულუარებშიც მუდამ იყო საუბარი - თუ არ შეგვეშვებით, ამას მოჰყვება დაჭერა. ეს საჯაროდაც არაერთხელ ითქვა. მერაბიშვილზეც თქვა, ძალიან ბევრს ლაპარაკობსო, და მესამედ რომ დაიბარებენ, მერე ნახოსო. მერე გამოვა ივანიშვილი და იტყვის, მე არ ვერევი ამ პროცესშიო", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.