პოლიტიკა
თალიბები საქართველოს ჯიჰადს უცხადებენ?!

jihadi-mtსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. Youtube-ზე გამოქვეყნდა Hammad Zaman-ის მიერ გუშინ ატვირთული ვიდეომიმართვა TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN, სადაც ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრებიან.

გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცებია ნაჩვენები, ნათქვამია, რომ მათ ხვედრს გაიზიარებს ყველა, ვინც ერთმორწმუნე მუსლიმების წინააღმდეგ იბრძვის. „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი ჯარისკაცების გამოგზავნა ავღანეთში, ამერიკის დასახმარებლად და ჩვენი ბავშვების დასახოცად. და ახლა ჩვენ ჯიჰადს ვუცხადებთ ქართველ ჯვაროსნებს. ყოველდღე ისინი მტანჯველი სიკვდილით იხოცებიან ჰელმანდში. იგივე ბედი ეწევა თითოეულ ქართველ ჯვაროსანს და შემდეგ ჩვენ მოვალთ საქართველოში და შურს ვიძიებთ. სააკაშვილო, ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ვიცით თქვენი მისამართები, ნათესავები, ჩვენ სამაგიეროს მოგიზღავთ!“ - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომლის ავტორიც რესურსზე 2 ივნისს დარეგისტრირდა.

თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით და მისი გამავრცელებლის ვინაობის დასადგენად.

jihadi-1 jihadi-2
jihadi-3 jihadi-4