უცხოეთი
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის ენერგორესურსები უახლოეს წლებში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის მისასალმებელ წერილშია ნათქვამი, რომელიც მან ბაქოში გამართულ ნავთობგაზის მე-20 ფესტივალზე წაიკითხა.
კემერონმა აღნიშნა, რომ 2013 წელი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტებისათვის, კერძოდ, სამხრეთკავკასიური კორიდორისა და „შაჰდენიზისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, თუმცა, ბევრი სამუშაოც იქნება ჩასატარებელი.