აქტუალური
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სამძიმრის წერილი საქართველოს პრემიერ– მინისტრს ბიძინა ივანიშვილს
fog-rasmusenძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ბიძინა!
ძალიან დამამწუხრა დღეს მიღებულმა შეტყობინებამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ დამარწმუნა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებს ამ ტრაგიკულ ინციდენტში გადარჩენილთა დასახსნელად და შესაბამისი დახმარების გასაწევად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი. ვიზიარებ თქვენი ქვეყნისა და დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას. საქართველოს მძიმე მისია აკისრია ავღანეთში, მან დიდი საფასური გაიღო. ამ კვირაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ყველა მოკავშირემ და მათ შორის მეც აღვნიშნეთ ავღანეთის მისიისადმი საქართველოს განსაკუთრებული ერთგულება. რაოდენ საშინელიც უნდა იყოს ასეთი ინციდენტები, ჩვენ არ გადავუხვევთ დასახული მიზნიდან, ეს კი ნიშნავს ავღანელთათვის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლს, აგრეთვე იმას, რომ ეს ქვეყანა ვეღარ იქნება საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი. საქართველო ასრულებს უდიდეს როლს ამ მისიაში, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ.
პატივისცემით,
ანდერს ფოგ რასმუსენი