საზოგადოება
მელორ ვაჩნაძე: “მომხდარი ტრაგედია არის იმ განცხადების შედეგი, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა ავღანეთში ვიზიტის დროს!”
melorსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე წერს: “ა/წ 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტრაგედია არის იმ განცხადების შედეგი, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა ავღანეთში ვიზიტის დროს!!!  მან პოპულისტური, საკუთარ პიარზე აგებული და არაადეკვატური განცხადებებით გამოიწვია ის, რომ გააღიზიანა თალიბები და ისინი ქართველებს ვიდეომიმართვით ჯიჰადს უცხადებენ, რასაც უკვე მოჰყვა ჩვენს იქ მყოფ ჯარისკაცებზე თავდასხმა და მსხვერპლი... ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან!!! მას, როგორც მთავარსარდალს, არ ჰქონდა უფლება, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების და პიარის გამო საფრთხეში ჩაეგდო ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე!!!
და აქვე გეტყვით იმასაც, რომ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ (და ამას ბატონი ბარნოვი გამორიცხავდა...), ხოლო რამდენიმე საათში მოხდა ტერაქტი, ამ დროს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე ძალიან მშვიდად 19 საათიდან 21:30 საათამდე (ზუსტად მაშინ, როდესაც ჯარისკაცები დაიღუპნენ) სადილობდა "dining room"-ში და მისი საგანგებო მიმართვა და წუხილი 22:00 საათზე იყო მორიგი ფარსი,პიარი და თავის მართლება!!!
ამიტომ შაბათს, 8 ივნისს, 14 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან ერთად გავაპროტესტოთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა, მოვითხოვოთ, ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი მოკვლევა და დადგეს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი!!!”