უცხოეთი
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. კრემლის სახელმწიფო სასახლეში გაიმართული ბალეტი " ესმერალდას" ნახვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მეუღლე ლუდმილა პუტინამ, რომლებიც გასული წლის მაისის შემდეგ ეკრანებზე ერთად აღარ გამოჩენილან, ტელეარხ “როსია -24“-თვის მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათი ქორწინება დასრულდა.
“დიახ, შეიძლება ითქვას, რომ რომ ეს ცივილიზებული განქორწინებაა“, განაცხადა ლუდმილა პუტინამ, ხოლო ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.