აქტუალური
შსს: გორის რაიონში იარაღი ამოიღეს, ახალციხეში ნარკორეალიზატორი და ორი მომხმარებელი დააკავეს

aqtual-2-SSSსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნუგზარ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შენახული „გეკოს“ ტიპის მცირკალიბრიანი შაშხანა, АКМ“ სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, „საიგას“ ტიპის სანადირო თოფი 2 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსსკ 236-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად აღმაშენებლის ქუჩაზე  დააკავეს 1983 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე ს.. ალექსანდრე ს-ს პირადი ჩხრეკისას 0,0472 გრ. ნარკოტიკული საშუალება მორფინი  ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ორივე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული საშუალება  1971 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ-სგან შეიძინეს, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს.

გამოძიება ზურაბ გ-ს და ალექსანდრე ს-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო თეიმურაზ ხ-ს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილი)  მიმდინარეობს.