რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამძიმარი ავღანეთში გარდაცვილი მეომრების ოჯახებისადმი

religia-1-mtavariსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი.
დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო, ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება. აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა.
პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II

religia-1-pismo-qv