აქტუალური
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა

aqtualuri-3-miusamZimraსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯონ კერიმ ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველმა სამხედროებმა განიცადეს. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორ.

სატელეფონო საუბრისას ჯონ კერიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ და შეძლებს გახდეს  ნატოს წევრი ქვეყანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა იმედი, აგრეთვე, რომ უახლოეს მომავალში  მხარეები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და იმსჯელებენ  ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის გულთბილი სატელეფონო ზარისთვის და საქართველოსთვის მძიმე  წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის.