აქტუალური
შსს: სასტუმროების „იაკამუზას“ და „ზიგანას“ მენეჯერები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს
meZavebiსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს სასტუმრო „ზიგანას“ მენეჯერი, 1971 წელს დაბადებული შორენა ხ., ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - სასტუმრო „იაკამუზას“ დროებითი მფლობელი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ანაჰიდ ა. ორივე სასტუმრო ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარეობს და რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მოწმის სტატუსით დაიკითხა სასტუმროებში მომუშავე ოცამდე ქალბატონი.
გამოძიება სსსკ 254-ე მუხლით მიმდინარეობს.