აქტუალური
შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე დაკავებულია თურქეთის მოქალაქე შაჰინ ემრე ბ.

narkotikსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული შაჰინ ემრე ბ.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა  და 112 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს.  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული მარიხუანის  საერთო წონა 49,34 გრამია.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და  საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე (262-ე მუხლის  მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.