სამართალი
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.
„გახსოვთ ვერის უბნის მელოდიები? „შუბასაც“ რომ მოიპარავენ... ჩვენ ვიცით, ამ უბანში ვინ არის ამის შემძენიო. ახლაც, ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის, არ ვიცით?! მაგრამ არ გამოვთქვამ ეჭვს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ეჭვებზეა საუბარი, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასდროს. ეს მათი ხელწერაა, ისინი ახერხებდნენ მსგავსი ვიდეოების გადაღებას და გავრცელებას. მოდელირებული ქრონიკა და მსგავსი რაღაცეები მათ ჰქონდათ. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ვიცი, გამოძიება აქტიურად თანამშრომლობს “ეფ-ბი-აი“-სთან. ფაქტი, რომ საქართველოში დაიდო ეს ვიდეო, ბევრ ეჭვს ბადებს. ცუდი იყო ის განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტმა გააკეთა. ასევე ის, რომ ერთი თვით ადრე დააანონსა ბაზაზე ჩასვლა. ცუდია, როდესაც მისივე ტელევიზია ამას აჩვენებს. ეს არ იყო კორექტული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.