საზოგადოება
თედო ჯაფარიძე: „ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ერთი ადამიანის ახირებად იქცა“

tedo-japaridzeსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უშიშროების საბჭოს სხდომაზე ელჩების დანიშვნის საკითხს დააყენებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს წევრებმა, “ნაციონალური მოძრაობისმხრიდან აუცილებლად უნდა აგვიხსნას, რას ემსახურება ელჩების არდანიშვნის შემთხვევები, ხომ არ არის ეს მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაბრკოლებისკენ, თუ არის რომელიმე კანდიდატზე პრობლემა, ესეც უნდა ითქვას, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, რომლის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელჩებად წარდგენილი არიან: გერმანიაში – ლადო ჭანტურია, ბულგარეთში – ზურაბ ბერიძე და ჩინეთში – დავით აფციაური.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ელჩად წარდგენილმა თედო ჯაფარიძემ ელჩის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, გამოვიტანო ჩემი კანდიდატურა და ვთხოვო სათანადო უწყებებს, წარადგინონ ახალი კანდიდატურა... დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი ერთი ადამიანის ახირებად იქცა და ეს პროცესი უკვე ხუთი თვეა გრძელდება. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობაზე და დამოკიდებულებაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტში დღეს გაეროსა და ნატოში წარდგენილ ელჩობის კანდიდატებზეც იმსჯელეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დაიხურა, დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ელჩის თანამდებობას, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსპიკერი კახა იმნაძე დაიკავებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის კანდიდატურა შეირჩა.