აქტუალური
საქინფორმი რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს!

den-rosiiსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მოძმე რუს ხალხს დღესასწაულს - რუსეთის დღეს ულოცავს!

საქინფორმი ულოცავს ერთმორწმუნე რუს ხალხს, რომელზე ახლობელი ჩვენ არ გვყოლია, არ გვყავს და ალბათ არც მომავალში გვეყოლება.

საქინფორმი ულოცავს რუსეთის უზარმაზარ ქართულ დიასპორას, რომლის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს ყველა შესაძლებლობა აქვთ პატიოსნად იშრომონ და თავიანთი ნიჭი გამოავლინონ.

საქინფორმი ულოცავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, რომელაც გუშინ, Russia Today-ს ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კიდევ ერთხელ დაამტკიცა - რა ღრმად ესმის და როგორ პატივს სცემს ქართველ ხალხს.

დღეგრძელობას გისურვებთ, ძვირფასო რუსებო, დიადი სამშობლოს სასახელოდ!