აქტუალური
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი: “თუ საქართველო, აზერბაიჯანი ან სომხეთი სრულიად სხვა გზას აირჩევენ, ნატო ამას პატივისცემით მოეკიდება“

apaturai-natoსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გადაცემა “პოსტსკრიპტუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველო საკუთარი თავდაცვისთვის აირჩევს არა  ნატოს, არამედ სხვა გზას, ალიანსი ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდება.

“რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვრების გადმოწევას და ადმინისტრაციული საზღვრის დაწესებას, ნატოს მიაჩნია, რომ ეს უკანონოა. ეს 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევაა. უჭირს მოსახლეობას, რომელსაც გადაადგილება შეეზღუდა. ასე რომ, ნატო ამ ფაქტს ემიჯნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა შეწყდეს, მათ უკან უნდა დაიხიონ. ზოგადად თუ ვიტყვით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქვეყნებს კავკასიაში, ისევე, როგორც ყველგან, ჰქონდეთ უფლება, აირჩიონ ის კავშირი ან ის ორიენტირი, რომელიც სურთ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე“.

მაგრამ, მისი თქმით, თუ საქართველო, აზერბაიჯანი ან სომხეთი სრულიად სხვა გზას აირჩევენ, ნატო ამას პატივისცემით მოეკიდება“.