აქტუალური
ეკა ბესელია: „პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ვნახავთ გამოქცეულს, როგორც მთავარსარდალი ვიხილეთ!“
besსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ვნახავთ გამოქცეულს, როგორც მთავარსარდალი ვიხილეთ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ გულადი და მამაცია, პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ავღანეთში, მაგრამ ის საკუთარ ხალხსაც კი შუშებით დაცული ხვდება“.
ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არც გაბედულობას და არც პრინციპულობას უჩივის. "ის ავღანეთშიც ჩავა და ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება, მაგრამ პირდაპირ ეთერში არ დასვამს იმ ჯარისკაცებს და არ მოსთხოვს მათ მოუყვნენ, თუ რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავთ განადგურებული... ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენს  ქვეყანაში განმეორდეს 2008 წლის აგვისტო, მაგრამ თუკი რაიმე საფრთხე შეექმნება ქვეყანას რაიმე ფორმით, მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ვნახავთ იმ გამოქცეულ მდგომარეობასა და ფორმაში, როგორშიც ჩვენი მთავარსარდალი ვიხილეთ", - აღნიშნა ბესელიამ.