საზოგადოება
ვახტანგ მაისაია: „ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის გამონათქვამებზე, ჩიორაა, ყვავი თუ მტრედი!“

maisaiaსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის წინააღმდეგ  თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისწამების ფაქტზე სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. გოგიჩაიშვილი თაქთაქიშვილს იმ განცხადებების გამო უჩივის, რომლებიც დეპუტატმა რესტორან LA TRUFFE-ში მომხდარი ფაქტის შემდეგ  ტელევიზიით  გააკეთა. გოგიჩაიშვილის თქმით, უმცირესობის წევრმა ინციდენტში მონაწილეებად  ყოფილი პოლიტპატიმრები დაასახელა.

მან განაცხადა, თითქოს ინციდენტში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები, მან ასევე გვიწოდა კრიმინალები, ბანდიტები, ყაჩაღები და ქვეყნის დამაქცევრები... ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა იცრუა და ამის გამო მას მოუწევს პასუხის გაცემა... ცოცხების პარტიის წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ ის ადამიანები ლანძღონ, რომლებსაც წლების განმავლობაში ტანჯავდნენ და აწამებდნენ ციხეში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ყოფილი პოლიტპატიმრის ვახტანგ მაისაიას თქმით კი, „თუ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის გამონათქვამებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩიორა, ყვავი თუ მტრედი“.