აქტუალური
ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს დღეს დაკრძალავენ

dakrZalvaსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად  დაღუპულ 7 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს დღეს დაკრძალავენ.

შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს: გიორგი ადამოვს, ბორის ცუგოშვილს, ზურაბ გურგენაშვილს, მიხეილ ნარინდოშვილს, თეიმურაზ ორთავიძეს, გიორგი ღუჭაშვილს და ზვიად სულხანიშვილს საკუთარი სახლებიდან გაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლია ალასანიამ ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს გუშინ მიუსამძიმრა.