აქტუალური
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. Topnews-ის ცნობით, ქუთაისის ახალი მერი დიმიტრი კოპალიანი გუშინ გვიან ღამით ქალაქის მერიის შენობაში დაიკარგა. კოპალიანს სართული შეეშალა და მერის მისაღების ნაცვლად ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდა, სადაც მერიის დერეფნებში გასასვლელი ვერ იპოვა.
„მერს დაკეტილი დახვდა ორივე კარი. თან არც ბარათი ჰქონდა, სენსორული კარი მისი მეშვეობით რომ გაეღო. ამიტომ მობილური ტელეფონით „თვითაღიარებულ" პირად შემადგენლობას შეეხმიანა. ისინი ვერ აგნებდნენ ქუთაისის მერიის პირველი სართულის ფლიგელებში დაკარგულ მერს, რის გამოც დიმიტრი კოპალიანი ლამის პანიკაში ჩავარდა. სიტუაციის განმუხტვა შენობაში მყოფმა დაცვის სამსახურმა შეძლო და მათი უშუალო დახმარებით მოხდა შენობაში დაკარგული ქუთაისის მერის პოვნა და სამუშაო კაბინეტამდე მიცილება,“ - განუცხადეს Topnews-ს.