საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო

1-giga-samZimariსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი.
„ქართულ თეატრსა და კინოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გამოაკლდა –  გარდაიცვალა გიგა ლორთქიფანიძე. მწუხარებას გამოვთქვამ,  თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.

გიგა ლორთქიფანიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში, მთლიანად ქართულ კულტურაში. მისი რეჟისორობით დადგმული სპექტაკლები და ფილმები ქართველი ხალხისთვის გამორჩეულად ძვირფასია.

როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტმა, გიგა ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც – იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი რეჟისორის გარდაცვალებას.

ბიძინა ივანიშვილი

1-giga-samZimari-2