საზოგადოება
გიგა ლორთქიფანიძე: “გამიმართლა, რომ როდესაც “დათა თუთაშხიას“ ვიღებდი, იყვნენ ისეთი მამაკაცები და ქართველები, როგორიც ოთარ მეღვინეთუხუცესია! შიშით ვფიქრობ - ეს ფილმი დღეს რომ გადამეღო, სად ვიპოვიდი ასეთ ტიპაჟს, ვის მოვიწვევდი მთავარ როლზე?!“

1-giga-mtსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 13 ივნისს, თბილისში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი ქართველი რეჟისორი გიგა (გრიგოლ დავითის ძე) ლორთქიფანიძე. ბოლო ხანებში ის მძიმედ ავადმყოფობდა, რამდენიმე დღის წინ კი სუნთქვის უკმარისობის (მწვავე ჰიპოქსიის) დიაგნოზით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, “ღირსების ორდენის“ კავალერი გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. სხვადასხვა წლებში ის იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი, ხოლო შემდეგ - მხატვრული ხელმძღვანელი, რუსთავის დრამატული თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი, საქართველოს თაეტრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.

1-giga-Sua

მას გადაღებული აქვს რამდენიმე კინოფილმი, მათ შორის - კინემატოგრაფის შედევრები “დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის რომან “დათა თუთაშხიას“ მიხედვით და “თეთრი ბაირაღები“ ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

იხსენებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: “დათა თუთაშხიას“ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 13 მაისს - ამაღლების დღესასწაულზე წავიდა ჩვენგან, თვეზე ოდნავ მეტის წინ კი - 9 მაისს, გამარჯვების დღეს - გარდაიცვალა დათა თუთაშხიას როლის შემსრულებელი - ოთარ მეღვინეთუხუცესი.

“გამიმართლა, რომ როდესაც დათა თუთაშხიას ვიღებდი, იყვნენ ისეთი მამაკაცები და ქართველები, როგორიც ოთარ მეღვინეთუხუცესია! შიშით ვფიქრობ - ეს ფილმი დღეს რომ გადამეღო, სად ვიპოვიდი ასეთ ტიპაჟს, ვის მოვიწვევდი მთავარ როლზე?!“ - მითხრა ერთხელ დიდმა მაესტრომ, როდესაც მასთან სტუმრად ვიყავი...

1-giga-qvemi
დღეს კი, როდესაც უკვე ის მეორე დღეა ჩვენთან აღარ არის, მახსენდება საქინფორმის ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ლორთქიფანიძესთან, რომელიც 2011 წლის 23 ივლისს იქნა ჩაწერილი და გამოქვეყნებული: “ასეულობით წელი არ ეყოფა, რომ ქართველები ამერიკული კულტურის მიმართ ისეთივე სიყვარულით განიმსჭვალონ, როგორც რუსული კულტურის და რუსული სულის მიმართ!