აქტუალური
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. “ჯავახკის“ აქტივისტი ვაჰაგან ჩახალიანი აპირებს, უსაფუძვლო ბრალდებების გამო მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლოს. ამასთან, ჩახალიანი ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორ გოგა ხაჩიძეზეც აპირებს სასამართლოში საჩივრის შეტანას. ამის შესახებ ინფორმაციას Armenia today ავრცელებს.
“ჯავახკის“ აქტივისტი, პოლიტპატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი 2013 წლის 24 იანვარს ამნისტიით გათავისუფლდა. ჩახალიანი 2008 წელს, მასობრივი არეულობის მოწყობის და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.