აქტუალური
გიგი წერეთელი: „ შსს–ს განცხადება ახალი დაკავების ან ვიღაცისთვის ბრალის დამძიმების უსუსური მცდელობაა“

1_gigi_tsereteliსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას სამეგრელოში იარაღის საიდუმლო საცავის აღმოჩენის თაობაზე და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების უსუსური მცდელობაა ვიღაცისთვის ბრალის დამძიმების ან ახალი დაკავებისათვის.

„ჩემთვის შსს-ს განცხადება დამაკმაყოფილებელი არ არის... მე გზაში მოვისმინე შსს-ს განცხადება და ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. ეს ალბათ, ხელისუფლების მორიგი უსუსური მცდელობაა ახალი დაკავების ან ვიღაცისთვის ბრალის დამძიმების. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მით უფრო, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავის განწყობა ცოტა მაინც უნდა დამალონ და წინა პლანზე არ უნდა წამოიწიოს ოპონენტების განადგურების კიდევ ერთი გამოხატულება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.