პროექტი გენერალურ ასამბლეაში გუამ-ის წევრ ქვეყნებში, სადაც საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა შედიან, გაყინული კონფლიქტების შესახებ საკითხის განხილვის ჩარჩოებში წარმოადგინეს. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ყველას შეახსენა, რომ რეზოლუციის პროექტი უკვე მეექვსე წელია გენასამბლეაზე განსახილველად გამოაქვთ, თუმცა „ტექსტი უწინდებურად რეგიონში ჩამოყალიბებული თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალიების კონტექსტის გათვალისწინების გარეშეა მომზადებული“.
„რეზოლუციის სახელწოდებისა და ტექსტის რიგი დებულებების მეშვეობით მოცემულია თეზისი საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუთვნილების შესახებ, რაც არ ითვალისწინებს რეგიონში დამოუკიდებელი სახელმწიფოების -აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობას, - განაცხადა ჩურკინმა, - რეზოლუცია, რომელიც თითქოსდა მიმართულია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შიდა გადაადგილებული და ლტოლვილი პირების მდგომარეობის დარეგულირებისკენ, სინამდვილეში ართულებს ისედაც მყიფე მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიის ფარგლებში“.
რუსეთის ელჩის განცხადებით, ამ საკითხის განსახილველად უპრიანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მიწვევა. მას მიაჩნია, რომ რეზოლუციის პროექტი ხელს ვერ შეუწყობს რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესებასა და აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის ნდობის დამყარებას. ეს კი, მისი თვალსაზრისით, შიდა გადადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრის აუცილებელი პირობაა.
რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 62 სახელმწიფომ, წინააღმდეგი წავიდა 16, ხოლო 84 დელეგაციამ თავი შეიკავა.