აქტუალური
უსუფაშვილი: „ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ქართველ ხალხს, რომელიც იყო მსხვერპლი“

1-davit-usupaSviliსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გუშინ ბრიუსელში, სადაც იგი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოდიოდა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, საგარეო კურსისა და დაკავებული მაღალჩინოსნების შესახებ კითხვებს უსვამდნენ. დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების ფაქტზე გაამახვილეს.

„თუ თქვენ აპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერს, ამით ართმევთ ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას. თუ არ შეიცვლება შერჩევითი სამართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმება გაქრება“, - განუცხადეს უსუფაშვილს ევროპარლამენტარებმა.  ევროპარლამენტის წევრ კშიშტოფ ლიზეკის იმ განცხადების პასუხად, რომლის თანახმად "უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ციხეში უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს", უსუფაშვილმა განაცხადა:
"ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ქართველ ხალხს, რომელიც იყო მსხვერპლი; თუ რჩევა ასეთია, რომ ვაპატიოთ, მაშინ მოგვეცით მეორე რჩევაც, რას ნიშნავს სამართლიანობა. ვანო მერაბიშვილი 8 წელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რამდენიმე თვეა უკავია პარტიის გენმდივნის პოსტი; ის იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად მთავარ მმართველ ძალას წარმოადგენდა ქვეყანაში. თუ ვინმემ ამის შესახებ არ იცის, შემიძლია ვუთხრა, რომ დღევანდელი დისკუსიიდან ერთი რამე ვისწავლე, ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართალი, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოში და თუ ეს ასეა, მე ვიღებ ამას, როგორც გაკვეთილს და ვურჩევ ჩემს კოლეგებს, ის არასოდეს გამოიყენონ", - განაცხადა უსუფაშვილმა.