აქტუალური
ნიკა რურუა: „ბურჯანაძეს შანსი არ აქვს საქართველოში, გიორგი მარგველაშვილი კი ჩემი მეგობარია"

1-nika-ruruaსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. გაზეთ "პრაიმტაიმთან" საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ საუბრისას ნიკა რურუა აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება: ეჭვი მეპარება ამ ქალბატონის შესაძლებლობებში. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ვიცნობ. ნინო ბურჯანაძსთან მქონდა ურთიერთობა მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში. გარდა ამისა, ასეთი პროპუტინური ვოიაჟიც ძალიან დიდი მინუსია ამ ადამიანის პოლიტიკურ ღირებულებებში. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთ პოლიტიკოსს შანსები არ უნდა ჰქონდეს საქართველოში".

გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კი ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მას გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს: "მარგველაშვილსაც კარგად ვიცნობ. ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია, შემიძლია ვთქვა. გიორგი არ არის მარტივი ადამიანი, ის განათლებული კაცია. თუ სერიოზულად დაკავდება კამპანიით, მითუმეტეს, ივანიშვილის მხარდაჭერით, მას სერიოზული შანსები აქვს“, - განაცხადა რურუამ.