აქტუალური
საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ევრაზიულ კავშირში შევა, რაც აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის და სომხეთისთვის მაგალითი იქნება?

1-aqtual-3-gruziaსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. 13 ივნისს ინტერნეტპორტალზე PolitRUS გამოქვეყნდა სტატია “საქართველო შესაძლოა ევრაზიულ კავშირში შევიდეს“, რომელსაც ხელს აწერს “ქართული კვლევების ცენტრი“ და რომელმაც მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამის გათვალისწინებით საქინფორმი დღეს მას სრულად აქვეყნებს:

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სახელმწიფო კუთვნილების მრავალწლიანი პრობლემა შესაძლებელია გადაიჭრას არა მათთვის საქართველოს შემადგენლობაში გაფართოებული ავტონომიების მინიჭებით, როგორც ეს ადრე იქნა შემოთავაზებული პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ და სავსებით მოსალოდნელად უარყოფილი, არამედ რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში კოლექტიურად შესვლის გზით. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ასეთი წინადადება შესთავაზოს აჯანყებულ პროვინციებს, რომლებმაც უკვე მიიღეს სუვერენიტეტის აღიარება რიგი სახელმწიფოებისგან.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კულისებსმიღმა მოლაპარაკება ამის შესახებ თბილისს, მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს შორის - იუწყება ჩვენი ინფორმირებული წყარო საქართველოს მთავრობაში. ადრე იგეგმებოდა, რომ ოფიციალური შეთავაზება ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში გაკეთდება, საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტის მიერ. თუმცა ეს შესაძლოა ადრეც გაკეთდეს - სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მიერ თავისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

თუ მოცემული იდეა განხორციელდება, ხოლო საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოახერხებენ შედარებით ტოლფასად თანაარსებობას ევრაზიული კავშირის შიგნით, მაშინ ტერიტორიული დავების მშვიდობიანი გადაჭრის მოცემული პრაქტიკა შესაძლოა გამოყენებული იქნეს მთიანი ყარაბაღის მიმართაც, რომელიც ევრაზიულ კავშირში შევა სრულუფლებიანი წევრის სტატუსით აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად და ფორმალურად გამოვა ერევნის გავლენის ქვეშიდან.

ერთი შეხედვით, საქართველოს შესვლა მოსკოვისა და ასტანას მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში, ისევე როგორც ამის მეშვეობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება, სრულიად უტოპიურად გამოიყურება. თუმცა თავის დროზე ევროპის გაერთიანების იდეაც მსგავს რეაქციებს იწვევდა“.